ნექსუსის პორტალი

ოჯახის წესები

4 დღის წინ თემა #7

კატეგორია

საერთო წესები

ოჯახური ორგანიზაცია - არის ეგრედწოდებული ოჯახი რომელიც ოფიციალური რეგისტრაციით არის ჩამოყალიბებული, აქვს საკუთარი სახლი/ოფისი და აქტიურად მოქმედებს ქალაქში.

ზოგადი წესები:1.1. ოჯახებზე ვრცელდება სერვერის ყველა წესი.
ახსნა: ოჯახზე სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილების მიცემა ოჯახისთვის მოქმედებს მათი გაყინვით! მაგალითად: 1 სიტყვიერი გაფრთხილება = 12 საათიდან - 48 საათამდე გაყინვას / 1 მკაცრი გაფრთხილება = 48 საათიდან - 120 საათამდე გაყინვას. თუ ოჯახი მიიღებს 3/3 გაფრთხილებას 10 დღის განმავლობაში უუქმდება დადასტურებული SSK ფორუმზე და უწყდება RP'ს თამაშის უფლება.
შენიშვნა: ეს წესი არ ვრცელდება ოჯახის ტერიტორიებზე ომის დროს
1.2.
 კრიმინალური ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ოჯახში მყოფმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ფუნქციონალური ქმედება და დაეყრდნონ სერვერის წესებს.
განმარტება: ფუნქციონალში იგულისხმება მოთამაშის ძარცვა/გატაცების დროს მათი ფუნქციონალით გაჩხრიკვა/თოკის დადება/ტომრის ჩამოფარება და სხვა. წესებში იგულისხმება: სერვერის ზოგადი წესები, სათამაშო ზონები, კრიმინალური ორგანიზაციის წესები, ძარცვა/გატაცების წესები და სახელმწიფო ორგანიზაციის წესები და სხვა.
1.3. აკრძალულია ოჯახის ბალანსის/კარადების/ქონების განზრახ დაცარიელება. | სპეც.ციხე 360 წუთი / BAN/HARDBAN 5 დღიდან - 31 დღემდე.
1.4.
 სხვა ოჯახებთან დაშვებული მხოლოდ 1 ალიანსი/გაერთიანება.
შენიშვნა: სხვა ოჯახებთან ალიანსის დადებისას ან მტრული დამოკიდებულების დაჭერისას, ეს ყოველივე უნდა აიღწეროს ოჯახების Discord-ში! წინაამღდეგ შემთხვევაში ეს ყოველივე ჩაითვლება გაუქმებულად.
მაგალითად: 1'მა ოჯახმა დადო ალიანსი მე-2 ოჯახთან / 1'მა ოჯახმა გააუქმა ალიანსი მე-2 ოჯახთან / 1'მა ოჯახმა დაიჭირა მტრული დამოკიდებულება მე-2 ოჯახთან / 1'მა ოჯახმა გააუქმა მტრული დამოკიდებულება მე-2 ოჯახთან.
1.5.
 აკრძალულია ორგანიზაციების საწყობის გამოყენება ოჯახის საჭიროებებისთვის. | სპეც.ციხე 360 წუთი / BAN/HARDBAN 5 დღიდან - 31 დღემდე.
1.6. ოჯახის მასობრივი დარღვევის შემთხვევაში, მასზე შეიძლება გამოყენებულ იქნას სასჯელები როგორიცაა, დადასტურებული SSK-ის გაუქმება გარკვეული დროით, ოჯახის დაშლა და სხვა.
1.7. ოჯახის სპაუნი არის მათი სახლი/ოფისი, რომელიც ნაყიდია და რეგისტრირებულია ოჯახის სახელზე.
1.8. სახელმწიფო ორგანიზაციებს აქვთ უფლება, დაარეიდონ ოჯახის სასახლე (რესპაუნი), თუ არსებობს მათზე შეკრული CaseFile და ასევე აქვთ მთავარი ადმინისტრატორის/დამხმარის თანხმობა.
შენიშვნა: წაიკითხეთ რეიდის წესები.
1.9. ოჯახებს აქვთ უფლება, დაიპყრონ სხვა ოჯახის სასახლე (რესპაუნი), თუ არსებობს მყარი IC მიზეზი, ასევე საჭიროა მთავარი ადმინისტრატორის/დამხმარის თანხმობა.
შენიშვნა: წაიკითხეთ სასახლის დარბევის წესები 2.1 მუხლიდან!
1.10.
 ოჯახის ფერი (დრესკოდი, მანქანების ფერი და ა.შ.) განისაზღვრება ოჯახის რეგისტრაციის დროს "მითითებული" ფერის მიხედვით! | სპეც.ციხე 120 წუთი.
1.11. თუ მოთამაშე ფრაქციაში და ოჯახში ერთდროულად იმყოფება, კრიმინალური ქმედების ჩადენის შემთხვევაში დრესკოდით განისაზღვრება ქმედება რომელი ფრაქციული ტიპით არის ჩადენილი. (ფრაქცია/ოჯახი). | სპეც.ციხე 120 წუთიდან - 180 წუთამდე.
მაგალითი: მოთამაშე The Vagos Gang-ის წევრია და ასევე იმყოფება ოჯახშიც, რომლის დრესკოდის (ოჯახის) ფერიც თეთრია, თუ ფრაქციასთან ერთად ჩაიდენთ კრიმინალურ ქმედებას თქვენ უნდა დაიცვათ The Vagos Gang-ის ფრაქციის დრესკოდი, რომელიც არის ყვითელი, ხოლო თუ კრიმინალური ქმედება ხდება ოჯახის სახელით, კრიმინალური ქმედების ჩადენისას უნდა დაიცვათ ოჯახის დრესკოდი ანუ თეთრი.
1.12.
 ოჯახიდან ოჯახში გადასვლის შემთხვევაში აკრძალულია ახალი ოჯახის სახელით RP - ს თამაში 1 დღით. | BAN 5-15 დღემდე.
1.13.
 აკრძალულია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც ფუნქციურად დახურულია/არარის გათვალისწინებული ოჯახებისთვის. | ოჯახის გაყინვა 3-5 დღის განმავლობაში / სპეც.ციხე 300 წუთი.
მაგალითად: მონაწილეობა VZH-ზე, FZ-ზე ან მომარაგებაზე, როდესაც ოჯახს არ აქვს მათზე ფუნქციური წვდომა.
1.14. აკრძალულია მასალების, ასევე ხელნაკეთი ნივთების ყიდვა/გაყიდვა/გადაცემა ორგანიზაცია-ოჯახს შორის. | ოჯახის გაყინვა 5 - 10 დღის განმავლობაში + გადაცემის გაუქმება.
მაგალითი: მასალების გაცვლა ოჯახებს-ფრაქციებს შორის (და პირიქით) აკრძალულია, მასალების გაცვლა ოჯახი-ოჯახზე დაშვებულია.
1.15. ოჯახს ეკრძალება შეურაცხმყოფელი/უხამსი/არარეალური სახელის ქონა. | ოჯახის გაყინვა სახელის შეცვლამდე / ოჯახის SSK-ის არ დადასტურება.
1.16.
 როდესაც ოჯახის ლიდერი გამოაშკარავდება RP გამოძიების შედეგად, ოჯახი იყინება 5 დღის განმავლობაში, ხოლო სახელმწიფო ფრაქციის თანამშრომლებს შეუძლიათ მოთამაშეები დააკავონ უკანონო ნივთების შეძენა/შენახვის/ტარების ფაქტზე.
განმარტება: მოთამაშის იდენტიფიცირება ხდება იმ დრესკოდით, რომელიც ფიგურირებს და მითითებულია საქმეში, თუ მოთამაშეს უკანონო ნივთები არ აღმოაჩნდება, ის უნდა გათავისუფლდეს.
1.17.
 ოჯახის თითოეული მონაწილე ვალდებულია შეინახოს ვიდეოჩანაწერი კრიმინალური ქმედების/ღონიზძიების დასაწყისიდან - ბოლომდე და ასევე ის შეინახოს იგი 48 საათის განმავლობაში. | ოჯახის გაყინვა 1 - 3 დღის განმავლობაში / BAN 5 - 15 დღემდე.
შენიშვნა: ჩაწერა უნდა განხორციელდეს Nvidia Experience / Radeon Software-ის ან სხვა ნებისმიერი პროგრამის მეშვეობით, რომელიც იღებს მთლიან ეკრანს და არა ცალკეულ აპლიკაციებს. ვიდეო უნდა იყოს სრული, ყოველგვარი მონტაჟის/რედაქტირების გარეშე. ვიდეოს ხარისხი უნდა იყოს მინიმუმ 480p და ჰქონდეს ორიგინალი ხმა.
1.18. ნებისმიერ ადმინისტრატორს აქვს უფლება მოითხოვოს ვიდეოჩანაწერი კონკრეტული მოთამაშეებისგან 48 საათის განმავლობაში. თუ მოთამაშე არ მიაწვდის ვიდეოჩანაწერს 24 საათის განმავლობაში, ითვლება, რომ მოთამაშემ არ ჩაიწერა ვიდეო.
შენიშვნა: მოთამაშეებისგან ვიდეოს მოთხოვნა უნდა მოხდეს ჩაწერის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 საათისა.
განმარტება: ვიდეოები უნდა აიტვირთოს მხოლოდ შემდეგ პლატფორმებზე - YouTube / Twitch / Google Drive / Imgur (Discord-ზე ატვირთული ვიდეოები არ მიიღება)

1.19. აკრძალულია პირადი ტრანსპორტის გამოყენება ნებისმიერი კრიმინალური/RP აქტივობის დროს. | სპეც.ციხე 180 წუთი.
1.20. სავალდებულოა ოჯახის ღონისძიებაზე დასწრება ოჯახებისთვის რომელსაც აქვთ დადასტურებული ბიოგრაფია. | ზეპირი გართხილება | განმეორებით - ბიოგრაფიის გაუქმება გამონაკლისი : მთავარი კურატორთან ან მოადგილესთან შეთანხმება
1.21 ოჯახის ტერიტორიებზე ომებისთვის სავალდებულოა ოჯახი იმყოფებოდეს ოჯახების Discord-ში. | ზეპირი გაფრთხილება ლიდერს ( განმეორების შემთხვევაში მკაცრი გაფრთხილება)
1.22 
ტერიტორიებზე ომში 3/3 მკაცრი გაფრთხილებით აღებული Freeze-ში ყოფნის დროს აკრძალულია ოჯახის ნებმისიერი აქტივობა | ზეპირი გაფრთხილება ლიდერს - განმეროების შემთხვევაში ოჯახის გაუქმება.

ოჯახის სასახლეზე თავდასხმა:
ოჯახის სასახლეზე თავდასხმა და მისი დაკავება - არის ერთი ოჯახის მეორეზე უპირატესობის დემონსტრირების საშუალება მათი ტერიტორიის დაკავებით, მათი ფულისა და მასალების მოპარვით.​
2.1. ოჯახის ტერიტორიის დაკავება დაშვებულია 18:00 საათიდან 00:00 საათამდე.
2.2. ოჯახის ტერიტორიის დაკავებისას Spawn Kill (SK) წესები არ მოქმედებს.
2.3. ოჯახის ტერიტორიის დაკავება ხდება მხოლოდ მაშინ თუ ერთ ოჯახს მეორესთან აქვს მტრული დამოკიდებულება. | ოჯახის გაყინვა 7 დღის განმავლობაში.
2.4.
 ოჯახის ტერიტორიის დასაკავებლად საჭიროა მყარი IC მიზეზი. | ოჯახის გაყინვა 7 დღის განმავლობაში.
2.5.
 ოჯახის ტერიტორიის დასაკავებლად საჭიროა ოჯახების მთავარი კურატორის/მოადგილის თანხმობა და მთავარი ადმინისტრატორის/მოადგილის თანხმობა. | ოჯახის გაყინვა 10 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: საჭიროა მყარი IC მიზეზი და სამოქმედო გეგმა.
2.6.
 ოჯახიდან მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 15 კაცი. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
2.7.
 ოჯახის სასახლის ტერიტორიაზე თავდასხმა უნდა მოხდეს ლიდერის ან მოადგილის მონაწილეობით. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
2.8. თავდამსხმელ მხარეს უნდა ჰქონდეს თავდასხმის მინიმუმ 2 სრული ვიდეო. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
შენიშვნა: ვიდეოს უნდა ჰქონდეს ორიგინალი ხმა, ხარისხი უნდა იყოს მინიმუმ 480p, მონაწილეები ვალდებულნი არიან შეინახონ ვიდეოჩანაწერი 72 საათის განმავლობაში და მიაწოდონ ადმინისტრაციის პირველივე მოთხოვნისთანავე.
2.9.
 ოჯახის ტერიტორიის დაკავება ხდება მხოლოდ ოჯახის ტრანსპორტით. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
2.10.
 აკრძალულია გაერთიანება/ალიანსი. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
2.11.
 თავდასხმის დროს აკრძალულია ოჯახის კარადებიდან/მანქანებიდან რესურსების განზრახ გატანა. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
2.12.
 აკრძალულია სროლის დროს ტრანსპორტით გადაადგილება. | სპეც.ციხე 120 წუთი.
2.13.
 ოჯახის ტერიტორიის წარმატებით დაკავების შემთხვევაში, დამპყრობელ მხარეს შეუძლია საწყობის 30%-ის (ფულის, მასალების) აღება.
2.14. აკრძალულია ოჯახის სასახლის 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავება. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.
შენიშვნა: დროის ათვლა იწყება ოჯახის ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან.

2.15. დაშვებულია ოჯახის ლიდერის/მოადგილის მძევლად აყვანა და მათზე გამოსასყიდის მოთხოვნა.
2.16. აკრძალულია ოჯახის ტერიტორიის დაკავება ტერიტორიებზე ომის დაწყებამდე 60 წუთით ადრე. | მკაცრი გაფრთხილება ოჯახს.   თუ თვლით რომ ადმინისტრატორის გადაწყვეტილება იყოს უსამრთლო/არასწორი გთხოვთ შეავსოთ სასჯელის გასაჩივრება.

პასუხის დასამატებლად ან ხმის მისაცემად გაიარეთ ავტორიზაცია.

შესვლა