ნექსუსის პორტალი

Bad Character ოფიციალური რეგლამენტი და წესები

3 კვირის წინ თემა #379
თემა დახურულია — პასუხის დამატება შეზღუდულია.

კატეგორია

სახელმწიფო ორგანიზაციების წესები

1. ტერმინოლოგია და განმარტებები

Bad Character: სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი, რომელსაც ოფიციალურად აქვს დამტკიცებული სტატუსი და უფლება ეძლევა ითამაშოს კორუმპირებული, აგრესიული ან კანონდამრღვევი პერსონაჟის როლი (აიაროს გვერდი სახელმწიფო სტრუქტურების სტანდარტულ შეზღუდვებს).

2. სტატუსის მიღება, ბიოგრაფია, რეზულტატები და რეგლამენტი

2.1 — Bad Character-ის უფლებების ფარგლები: Bad Character სტატუსი მოთამაშეს ანიჭებს მხოლოდ კორუფციული/ნეგატიური RP-ის განხორციელების შესაძლებლობას და არ აუქმებს ზოგად RP წესებს (მათ შორის MG, PG, FearRP, NonRP და სხვა). სტატუსი არ ანიჭებს მოთამაშეს ფრაქციის სტანდარტული უფლებამოსილების გადამეტების უფლებას.

2.2 — სტატუსის მიღების პროცედურა: ბიოგრაფიას პირველ რიგში ამოწმებს ფრაქციის ლიდერი, რის შემდეგაც გადაეცემა ადმინისტრაციას. საბოლოო დადასტურება ხდება სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი კურატორის, მთავარი ადმინისტრატორის ან მისი მოადგილეების მიერ.

2.3 — ტესტირება და გასაუბრება: ლიდერის დასტურის შემდეგ მოთამაშე გადის ტესტირებასა და გასაუბრებას მთავარ კურატორებთან. ჩაჭრის შემთხვევაში ბიოგრაფია უარყოფილია.

2.4 — ხელმისაწვდომი რეზულტატები და ლიმიტები:

სერვერზე მოქმედებს შემდეგი შესაძლო Bad Character რეზულტატები (პერკები/უნარები):

ქრთამის აღება

სხვა ბედ კოპთან ერთად თამაში

საბუთების/ლიცენზიების გაყალბება

დაშინების უნარი

არალეგალური იარაღის შეძენა/ტარება

ადამიანის გატაცება

RP სიტუაციაში ტყუილი თავის დასაძვრენად

ადამიანის წამება

უხეში საუბარი (სერვერის წესების დაცვით)

შანტაჟი

ნარკოტიკების გამოყენება/შეძენა/შენახვა

კრიმინალთან გარიგება

ნივთმტკიცებულებების გაყალბება

ერკვევა კომპიუტერულ საკითხებში

უძლებს დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს

სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა კრიმინალზე

უხეში დაკითხვა

მოთხოვნისა და დადასტურების ლიმიტი: ერთ მოთამაშეს ბიოგრაფიაში შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ 7 რეზულტატი, ხოლო აქედან დაუმტკიცდება მაქსიმუმ 5.

ადმინისტრაციის გადაწყვეტილება: კონკრეტულად რამდენი და რომელი რეზულტატი დაუდასტურდება კანდიდატს, სრულად დამოკიდებულია ადმინისტრაციაზე, ბიოგრაფიის ხარისხსა და გავლილი ტესტირების შედეგებზე.

2.5 — ადმინისტრაციის დასტური და შედეგების ამოქმედება: Bad Character RP-ის შედეგები (მაგ. დოკუმენტების/მტკიცებულებების გაყალბება, მასშტაბური კორუფციული გარიგებები, ინფორმაციის გაყიდვა ან სხვა მძიმე RP შედეგები) მოქმედებაში შედის და ძალას იღებს მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ მათი გადამოწმებისა და ოფიციალური დადასტურების შემდეგ. დადასტურებული შედეგებიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ განახორციელონ შესაბამისი შემდგომი მოქმედებები.

2.6 — ფრაქციული ლიმიტი: თითო სახელმწიფო ფრაქციიდან დაშვებულია მაქსიმუმ 3 Bad Character პერსონაჟი (მაგ. ლიდერი, მოადგილე, ფრაქციის წევრი). კანდიდატების შერჩევა ლიდერის ექსკლუზიური უფლებაა.

2.7 — ლიდერის პასუხისმგებლობა: ფრაქციის ლიდერი პასუხისმგებელია Bad Character კანდიდატის შერჩევისას მისი ბიოგრაფიის, RP გამოცდილებისა და პერსონაჟის შესაბამისობის შეფასებაზე. განზრახ შეუსაბამო კანდიდატების სისტემატური დამტკიცების შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს ლიდერს დაუწესოს შესაბამისი სანქცია.

2.8 — დამტკიცებული ბიოგრაფიის ფარგლები: Bad Character ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ დამტკიცებული ბიოგრაფიისა და მისთვის დადასტურებული რეზულტატების შესაბამისად. ბიოგრაფიაში მითითებული საქმიანობის ტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება საჭიროებს ადმინისტრაციის ხელახალ თანხმობას.

2.9 — ასაკობრივი შეზღუდვა: RP ბიოგრაფიის დაწერა აკრძალულია 18 წლამდე ასაკის მოთამაშეებისთვის (OOC).

3. ძირითადი წესები და სასჯელები

3.1 Bad Character სტატუსის გარეშე (ან დაუდასტურებელი რეზულტატის გამოყენებით) ნებისმიერი Bad / კორუფციული ქმედების განხორციელება (ქრთამი, შანტაჟი, იარაღის უკანონო ჩამორთმევა, დოკუმენტების გაყალბება, უხეში მოპყრობა, გატაცება). - Demorgan 120 - 240 წუთი + გაფრთხილება / Ban 1-3 დღემდე

3.2 Bad / კორუფციული ქმედებების განხორციელება Green Zone-ში, სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიაზე ან მოწმეების/კოლეგების თანდასწრებით. - Demorgan 180 წუთი

3.3 დაკავებულის ან მოქალაქის ფიზიკური შეურაცხყოფა/ცემა ადეკვატური IC RP მოტივის გარეშე. - Demorgan 120 - 240 წუთი / Ban 3-5 დღემდე

3.4 მოქალაქის ბოდიკამერის, ტელეფონის ან ჩანაწერების წაშლა/დამტვრევა სათანადო RP ბრძანებებისა და მოქმედებების გარეშე. - Demorgan 60 - 120 წუთი

3.5 Bad Character სტატუსის გამოყენება Powergaming-ისთვის (მაგ: 1 vs 3-ზე სროლის დაწყება ან იარაღით მუქარისას სიცოცხლის უგულებელყოფა). - Demorgan 120 - 180 წუთი

3.6 კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად სახელმწიფო ობიექტებზე თავდასხმაში ან რეიდში მონაწილეობა. - Demorgan 240 წუთი / Bad Character სტატუსის გაუქმება

3.7 RP ბიოგრაფიის უარყოფის შემდეგ ხელახალი განაცხადის შეტანა 1 კვირის (7 დღის) გასვლამდე. - განაცხადის ავტომატური უარყოფა

3.8 OOC ინფორმაციის გამოყენება Bad Character RP-ში (MG). აკრძალულია Discord-იდან, ჩათიდან, სტრიმიდან ან OOC საუბრიდან მიღებული ინფორმაციის IC-ში გამოყენება. - Demorgan 120 - 240 წუთი / განმეორებისას Bad Character სტატუსის გაუქმება

3.9 სამსახურებრივი ინფორმაციის (დაკავების მონაცემები, ოპერაციის დრო/ადგილი, გამოძიების მასალები, პირადი მონაცემები) გაცემა/გაყიდვა ან დოკუმენტების/ბაზის მონაცემების გაყალბება დამაჯერებელი IC RP მიზეზის გარეშე. - Demorgan 180 - 240 წუთი / Bad Character სტატუსის გაუქმება

3.10 მტკიცებულებებისა და დოკუმენტების ფალსიფიკაცია: Bad Character-ს უფლება აქვს გააყალბოს დოკუმენტები, ოქმები ან შექმნას ყალბი მტკიცებულებები მხოლოდ ადეკვატური IC RP მოტივით (აკრძალულია უმიზეზო OOC შურისძიების ან საქმის მასობრივად გაყალბების მიზნით სათანადო RP სცენარის გარეშე). - Demorgan 180 - 240 წუთი / Bad Character სტატუსის გაუქმება

3.11 კრიმინალურ ჯგუფებთან არარეალისტური თანამშრომლობა (სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივი ალიანსის შექმნა, რესურსების სისტემატური გადაცემა ან ფრაქციის საქმიანობის კრიმინალურ ჯგუფზე დაქვემდებარება). - Demorgan 240 წუთი / Bad Character სტატუსის გაუქმება

3.12  (გატაცება, მძიმე დასახიჩრება, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური/ფიზიკური შედეგის მქონე სცენარი) შესაბამისი RP საფუძვლისა და ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის გარეშე. - Demorgan 240 წუთი

3.13 სამსახურებრივი იარაღისა და სახელმწიფო ინვენტარის მესამე პირისთვის გადაცემა, გაყიდვა ან შენახვა პირადი მიზნებისთვის, გარდა წინასწარ შეთანხმებული RP სცენარისა. - Demorgan 180 - 240 წუთი

4. ფინანსური ლიმიტები, ძარცვა, გამოძალვა და Cooldown-ები

4.1 — ფინანსური ლიმიტი და "ერთი ინციდენტი": Bad Character-ის მიერ ერთ RP ინციდენტზე მიღებული/მოთხოვნილი უკანონო სარგებლის (ქრთამი, ძარცვა, გამოძალვა, წართმეული ნივთები/იარაღი, ყალბი დოკუმენტების დამზადება/გაყიდვა) მაქსიმალური ჯამური ღირებულება შეადგენს 150,000$-ს.

განმარტება: ერთ RP სცენარში, ერთი მიზნის/პირის მიმართ განხორციელებული ქმედებები ითვლება ერთ ინციდენტად, მიუხედავად იმისა, თანხა ან ქონება ერთჯერადად იქნა გადაცემული თუ რამდენიმე ნაწილად. - Demorgan 180 წუთი

4.2 — უსაფუძვლო ძარცვა/გატაცება: აკრძალულია მოქალაქის გატაცება ან გამოძალვა/ძარცვა შესაბამისი დაუსაბუთებელი IC მიზეზის გარეშე. - Demorgan 120 - 180 წუთი

4.3 — Cooldown-ების სისტემა:

ერთი და იმავე მოქალაქის განმეორებით გატაცება ან სისტემატური გამოძალვა/ძარცვა — 24 საათი.

ერთი და იმავე ტიპის მასშტაბური Bad RP სცენარის განმეორება — 12 საათი.



5. ვიდეოფიქსაცია და ადმინისტრაციული შეზღუდვები

5.1 ნებისმიერი Bad ქმედების ან მასშტაბური RP სიტუაციების (უხეში დაკითხვა, ინფორმაციის/დოკუმენტების გაყიდვა, გატაცება/ძარცვა) დროს ვიდეოფიქსაციის არქონა ან მისი 72 საათის განავლობაში წარუდგენლობა ადმინისტრაციის მოთხოვნისას. - Demorgan 240 წუთი + Bad Character სტატუსის გაუქმება
შენიშვნა - ყველა Bad ქმედება დაწყებიდან დასასრულამდე უნდა იყოს გადაღებული უნდა ისმოდეს 2 რივე პერსონაჯის ხმა გარკვევით და უნდა იყოს გამოსახულება მინიმუმ 720P

5.2 Bad Character სტატუსის ან პრივილეგიების არასწორი გზით, პირადი ინტერესებისთვის გამოყენება. - ბიოგრაფიის სამუდამო გაუქმება

5.3 Bad Character-ის მიერ მოპოვებული უკანონო შემოსავლის (ქრთამი/ნაძარცვი/ყალბი დოკუმენტების თანხა) გადარიცხვა თავის მეორე პერსონაჟზე ან მეგობრებზე OOC შეთანხმებით. - BAN 30 დღე + ექაუნთის განულება

6. სტატუსის გაუქმება 

6.1 — Bad Character სტატუსის გაუქმების საფუძვლები:

ადმინისტრაციის გადაწყვეტილება (მთავარი კურატორის ან მთავარი ადმინისტრაციის მიერ).

ფრაქციიდან წასვლა (CK, საკუთარი სურვილით წასვლა ან გაგდება).

IC სასამართლო/გამოძიება (პროკურატურის ან სასამართლოს განაჩენი).

წესების სისტემატური/მძიმე დარღვევა ან კრიტიკული წესის დარღვევა.

უმოქმედობა (7 დღეზე მეტი ხნის განავლობაში პერსონაჟის მხრიდან აქტივობის არარსებობა).

ეს თემა დახურულია და აღარ იღებს პასუხებს.