ნექსუსის პორტალი

ოჯახების ტერიტორიებზე ომის წესები

4 დღის წინ თემა #3

კატეგორია

საერთო წესები

ზოგადი ინფორმაცია

 

 

დამცველი მხარე ჩნდება ტერიტორიაზე და ეძლევა დრო პოზიციების დასაკავებლად.

მოსამზადებელი დროის განმავლობაში შემტევ მხარეს ეკრძალება გადაადგილება.

გამარჯვებულია ის მხარე რომელიც სრულად გაანადგურებს მოწინააღმდეგე მხარეს.

ომის დაწყებამდე მოსამზადებელი დრო შეადგენს 30 წუთს.

ტელეპორტი ტერიტორიაზე ხორციელდება ოჯახის ოფისში განთავსებული ხალიჩის მეშვეობით.

ტერიტორიების ომი ხელმისაწვდომია ყოველდღიურად 14:00-დან 00:00 საათამდე 

 

წესები:

 

1.1 ბიოგრაფია დადასტურებული ოჯახიდან, ომში მონაწილე თითოეულ წევრს  უნდა ეცვას ოჯახის საერთო დრესკოდის მინიმუმ 70%. | სპეც.ციხე 120-180 წუთი.

პროცენტული რაოდენობა: მაისური: 45%, შარვალი: 45%, ფეხსაცმელი და ქუდი: 10%. 

შენიშვნა: ფეხსაცმლის და ქუდის ერთად ქონის შემთხვევაში პროცენტული რაოდენობა ნაწილდება როგორც 5-5%.

 

1.2 აკრძალულია Loot RP | სპეც.ციხე 60-180 წუთი.

 

1.3 აკრძალულია სიმაღლეების დაკავება ნებისმიერ შემთხვევაში. | სპეც.ციხე 180 წუთი.

განმარტება: აკრძალულად ითვლება ნებისმიერი ადგილი, სადაც ასასვლელად საჭიროა ანიმაცია, კიბე, ჩაკუზვა ან სხვა არასტანდარტული მოძრაობა.

 

1.4 აკრძალულია ბრონის გადაცმა ცეცხლის ქვეშ ყოფნისას. | სპეც.ციხე 180 წუთი.

განმარტება: დაშვებულია მხოლოდ სრულად უსაფრთხო და დაცულ ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.

 

1.5 აკრძალულია ჰილის გამოყენება ცეცხლის ქვეშ ყოფნისას. | სპეც.ციხე 180 წუთი.

განმარტება: დაშვებულია მხოლოდ სრულად უსაფრთხო და დაცულ ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.

 

1.6 ერთ მოთამაშეს არ შეიძლება ჰქონდეს 2-ზე მეტი ბრონი. | სპეც.ციხე 120 წუთი.

შენიშვნა: ერთი ჩაცმული და ერთი ინვენტარში.

 

1.7 თითოეული მონაწილე ვალდებულია შეინახოს ომის სრული ვიდეოჩანაწერი 24 საათის განმავლობაში. | სპეც.ციხე - 180 წუთი ან ომის აკრძალვა 1 დღის განმავლობაში.

დაზუსტება: ვიდეოს ჩაწერა უნდა განხორციელდეს ომის დაწყებამდე და გაგრძელდეს ომის დასრულებამდე.

 

ვიდეო უნდა იყოს:

 

სრული;

მონტაჟისა და დამუშავების გარეშე;

მინიმუმ 720p ხარისხის.

შენიშვნა: კურატორს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოითხოვოს ვიდეოჩანაწერი ოჯახისგან შემდეგი 24 საათის განმავლობაში.

 

 

1.7.1 აკრძალულია საკუთარი სრულყოფილი ვიდეოს გარეშე სხვა მოთამაშისგან ვიდეოს მოთხოვნა. | მოთხოვნის გაუქმება.

ახსნა: თქვენს ვიდეოში აუცილებლად უნდა ჩანდეს მოწინააღმდეგის დარღვევა.

შენიშვნა: აკრძალულია ვიდეოს მოთხოვნა მიზეზებით: „საეჭვოდ ისვრის“ ან „მაინტერესებს როგორ მომკლა“.

გამონაკლისი: კურატორის გადაწყვეტილებით.

 

1.7.2 ვიდეოს მოთხოვნა შესაძლებელია ომის დასრულებიდან მაქსიმუმ 1 საათის განმავლობაში. | მოთხოვნის გაუქმება

დაზუსტება : ვიდეოს მოთხოვნა ხდება სპეციალური Discord სერვერიდან . სადაც შეგიძლიათ შექმნათ Ticket;

 

1.8 აკრძალულია ტერიტორიის განზრახ დათმობა. | სიტყვიერი გაფრთხილება ოჯახს - განმეორების შემთხვევაში 2 დღე ომის აკრძალვა

 

1.9 ტერიტორიაზე დარტყმის შემდეგ გაქვთ 5 წუთი რომ აღწეროთ Family Discord ში, შესაბამის Channel-ში , შესაბამისი ფორმატით. | სიტყვიერი გაფთხილება ოჯახს.

 

1.10 აკრძალულია ნებისმიერი მოდიფიკაციის, ტექსტურის, რეშეიდის, ქროშაირის ან სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც მოთამაშეს დამატებით უპირატესობას აძლევს. | HardBAN 31 დღე.

 

1.11 თუ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირდება განმეორებითი შეფერხებები კომპიუტერული რესურსების ნაკლებობის გამო, ადმინისტრაციას უფლება აქვს აუკრძალოს მოთამაშეს ტერიტორიების ომში მონაწილეობა გარკვეული დროის განმავლობაში. | სპეც.ციხე 180 წუთი

შენიშვნა: კურატორის გადაწყვეტილებით.

 

1.12 აკრძალულია ასაფეთქებელი საწვავის ავზების გამოყენება უპირატესობის მისაღებად. | სპეც.ციხე 120 წუთი

 

1.13 აკრძალულია ზონაში შესვლის შემდეგ ზონის გარეთ გასვლა | სპეც.ციხე 120-180 წუთი.

გამონაკლისი: ზონის საზღვრის შემთხვევითი გადაკვეთა მაქსიმუმ 5 წამით. 

დაზუსტება: ზონაში იგულისხმება უშუალოდ წითლად აღნიშნული ზონა რომელსაც გააჩნია თავისი რადიუსი. 

 

1.14 დაუშვებელია როგორც ზონიდან გარეთ, ასევე ზონის გარედან შიგნით სროლა. | სპეც ციხე 180 წუთი.

 

1.15 აკრძალულია Q-ს გამოყენებით მოფარებული სროლა. | სპეც.ციხე - 180 წუთი.

 

1.16 აკრძალულია ინტერიერიდან სროლა. | სპეც.ციხე 120-180 წუთი.

 

1.17 აკრძალულია ანიმაციებისა და სპეციალური მოძრაობების გამოყენება. | სპეც ციხე 180 წუთი.

განმარტება: მათ შორის ითვლება Q-თი მოფარება, CTRL ჩაკუზვა და ALT+Q.

 

1.18 თუ კურატორი მოითხოვს ვიდეო მტკიცებულებას მოთამაშისგან რომელიც მონაწილეობას იღებდა ტერიტორიებზე ომში, იგი ვალდებულია ვიდეო წარადგინოს შემდეგი 24 საათის განმავლობაში. | სპეც.ციხე 180 წუთი.

 

1.19 ერთი ტერიტორიის ომის ფარგლებში ოჯახის წევრების მხრიდან 3 დადასტურებული დარღვევის შემთხვევაში. | სიტყვიერი გაფრთხილება ოჯახს.

 

1.20 აკრძალულია ომის დანიშვნა  18:30 - 20:00 პერიოდში. | სიტყვიერი გაფრთხილება ოჯახს. 

გამონაკლისი: დასაშვებია ომის ჩანიშვნა რომელიც მოხდება ამ კონკრეტული დროის გარეთ.

 

 

1.21 აკრძალულია საწყისი Freeze-ის გვერდის ავლა და ნებისმიერი ბაგის გამოყენება, გადაადგილების ან უპირატესობის მისაღებად. | სპეც.ციხე 240 წუთი 

განმარტება: აკრძალულია F1 ბაგის გამოყენება

 

1.22 აკრძალულია ტრანსფერი. მოთამაშეს აკრძალული აქვს ოჯახში შესვლიდან 24 საათის განმავლობაში ტერიტორიებზე ომის თამაში. | Ban 1 დღე.

 

 

1.23 ადმინისტრაცია სრულ უფლებას იტოვებს გაგიყვანოთ SOFT CHECK-ზე როგორც ტერიტორიებზე ომის დასრულების შემდეგ ასევე ომის მსვლელობის დროს.| ბლოკი / Ban 5-31 დღემდე.

განმარტება: დრო 24 საათი . ამ დროის მანძილზე მოთამაშეს ეკრძალება ტერიტორიებზე ომის თამაში.

 

1.24 აკრძალულია ოჯახის აქტივობა როცა ადევს Freeze | სიტყვიერი გაფრთხილება ოჯახს

ახსნა: აქტივობაში იგულისხმება როგოც თავდასხმა ასევე დაცვაც.

შენიშნა: 1 განხორციელებულ აქტივობაზე 1 სიტყვიერი გაფრთხილება. 

 

1.24.1 სხვა ოჯახებს ეკრძალებათ Freeze-ში მყოფი ოჯახის დიდ ტერიტორიებზე (დიდ კუბებზე) თავდასხმა. | სიტყვიერი გაფრთხილება ოჯახს

გამონაკლისი: პატარა ტერიტორიებზე თავდასხმა ნებადართულია.

 

1.25 აკრძალულია ომის დაწყებამდე ან ომის მიმდინარეობისას კოკაინის, ჯამპისა და ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება.  | სპეც.ციხე 180 წუთი

პასუხის დასამატებლად ან ხმის მისაცემად გაიარეთ ავტორიზაცია.

შესვლა