ნექსუსის პორტალი

კრიმინალური ორგანიზაციის წესები

3 დღის წინ თემა #24

კატეგორია

კრიმინალური ორგანიზაციების წესები

მაფია - საკმაოდ დიდი კრიმინალური საზოგადოება, რომელიც შედგება სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფებისგან, რომლებიც გაერთიანებულია საერთო ორგანიზაციად, რომელიც განასახიერებს ქცევის საერთო კოდექსს. მაფია თავის ბიზნესს ინტერესებს უფრო ფრთხილად ატარებს სახელმწიფოს ინტერესების მიმართ. მაფიის ახალმა წევრებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ.

 

ბანდა - არის შეიარაღებული პირების კრიმინალური ჯგუფი, რომელიც ეწევა და ჩადის უკანონო ქმედებებს, ორგანიზებულ ძარცვას და აკრძალული ნივთების გაყიდვას. თითოეულ კრიმინალურ დაჯგუფებას/ბანდას აქვს თავისი ფერი და სხვადასხვა ტერიტორიები, სადაც ბანდა თავის გავლენას იყენებს. სახელმწიფოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ გეტოს სწორედ ეს ჯგუფები მართავენ.

 

ზოგადი წესები კრაიმ ფრაქციებისთვის:

 

1.1 ბანდის/მაფიის თითოეულმა წევრმა უნდა ატაროს შესაფერისი ფერის ტანსაცმელი.

1.2 ბანდის/მაფიის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას RP წესები და მისი ფრაქციის ისტორია.

1.3 ნებისმიერი კრიმინალური ქმედების დროს ბანდის/მაფიის წევრი უნდა იყოს ჩაცმული მისი ბანდის/მაფიის ფერში.  | სპეც.ციხე 180 წუთი.

დაზუსტება: მოთამაშეს უნდა ეცვას მინიმუმ ფრაქციის ფერის ტანსაცმელი რომელიც ჯდება 70% ში.

შენიშვნა: როგორც შარვალი, ასევე მაისურიც უნდა იყოს უშუალოდ იმ ფრაქციის ფერის, რომელ ფრაქციაშიც იმყოფებით. ბრონეჟილეტი, აქსესუარები, ტატუები და მაკიაჟი არ ითვლება ტანსაცმლის პროცენტის გაანგარიშებისას.

შენიშვნა: თუ თქვენ გაცვიათ ისეთი მაისური რომელიც ბრონის ჟილეტის ჩაცმის შემდეგ არ ჩანს/რთული დასანახი და შესამჩნევია მაშინ მოცემული ჩაცმულობა არ გადის ბანდის/მაფიის ჩაცმულობის სტილში (Dresscode-ში).

დაიმახსოვრეთ: ტანსაცმელი უნდა იყოს უშუალოდ ფრაქციის ფერში, არ შეიძლება იქნას გამოყენებული ამ კონკრეტული ფერის სხვადასხვა ჩრდილი.

მაგალითად: თუ მწვანე ტანსაცმელი არის იმდენად ღია ფერის, რომ ჩანს როგორც ყვითელი, ის არ ჩაითვლება როგორც მწვანე ფერის ტანსაცმელი.

პროცენტული რაოდენობები: მაიკა: 40%, შარვალი: 40%, ფეხსაცმელი: 10% და ქუდი: 10%.

 

[SPOILER="ტანსაცმლის მაგალითები"]

[/SPOILER]

 

1.3.1 ნებისმიერი კრიმინალური ქმედების დროს ბანდის/მაფიის წევრმა უნდა გამოიყენოს უშუალოდ მისი ფრაქციის ავტომობილი. | სპეც.ციხე 180 წუთი. განმარტება: კრიმინალური ქმედების დროს დაშვებულია მხოლოდ ფრაქციის მანქანები. აკრძალულია პირადი ავტომობილების გამოყენება, თუნდაც ისინი შეღებილი იყოს თქვენი ფრაქციის ფერში. გამონაკლისი: გეტოში სროლის დროს ნებადართულია პირადი ავტომობილის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ ის ვიზუალურად სრულად შეესაბამება თქვენი ფრაქციის ავტომობილების ფერს.

1.4 ბანდის/მაფიის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გარეგნობა. | გაფრთხილება/საყვედური ლიდერს მასობრივი დარღვევების შემთხვევაში.

1.5 ბანდას/მაფიას აქვს უფლება ყავდს 1 IC მოკავშირე მაფია/ბანდა.

1.6 აკრძალულია სხვა ბანდის/მაფიის წევრების მოკვლა მყარი IC მიზეზის გარეშე. | სპეც.ციხე 120 წუთი.

შენიშვნა: გეტოს ტერიტორიაზე ნებადართულია მოთამაშეების მოკვლა, რომლებიც მტრის ბანდის/მაფიის ფერში არიან ჩაცმულნი ან მტრის ბანდის/მაფიის ფერში ატარებენ მანქანას.

1.7 აკრძალულია თამაშის დატოვება დევნის, ჩხრეკის, დაკავების ან რეიდის დროს. | სპეც.ციხე 240 წუთი + გაფრთხილება.

1.8 ნებადართულია ომის გამოცხადება სხვა ბანდაზე/მაფიაზე მხოლოდ მყარი IC მიზეზით.

1.9 ალიანსის დაშლის შემთხვევაში აკრძალულია ომის დაწყება ამ ბანდასთან 24 საათის განმავლობაში. | სიტყვიერი საყვედური ლიდერისთვის.

1.10 გუნდის ტრანსფერი აკრძალულია. | BAN 5-15 დღემდე.

1.11 ბლატი დაშვებულია ბანდაში/მაფიაში. (დაწინაურება/დაქვეითება მოხსენების გარეშე).

1.12 ბანდის/მაფიის ტიტულოვანი უბანი ანუ რესპი - RP’ს მიხედვით, არის ადგილი, რომელიც მჭიდროდ არის დასახლებული კრიმინალებით.

1.13 დასაშვებია მხოლოდ 1 IC ალიანსი ბანდასა და მაფიას შორის. ბანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეზღუდული არ არის.

1.13.1 აკრძალულია სხვა კრიმინალურ ფრაქციებთან გუნდური თამაში ბანდა/მაფია. | სპეც.ციხე 120-180 წუთამდე.

განმარტება: დაშვებულია მხოლოდ მოკავშირე ბანდა/მაფიასთან გუნდური თამაში.

მაგალითად: თუ Georgian Mafia და The Ballas Gang არიან მოკავშირეები მაშინ Georgian Mafia'ს არ შეუძლია გეტოში ან მაპის ნებისმიერ წერტილში სხვა ბანდის დახმარება ან გუნდური თამაში. და პირიქით The Ballas Gang'ს სხვა მაფიასთან.

გამონაკლისი: თუ სახელმწიფო სტრუქტურები არიან ჩამოსულები საშიშ უბანში.

1.14 მაფიასთან ალიანსში შესვლისას ბანდა აუცილებლად იღებს ამ მაფიის დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვა მაფიებთან.

1.15 IC ალიანსის დასადებად/შესაწყვეტად საჭიროა მყარი IC მიზეზი. | საჭიროა დასტური მთავარი კურატორისგან.

1.16 ბანდასა და მაფიას შორის ალიანსის შეწყვეტის შემდეგ, ახალი IC ალიანსი დადება შესაძლებელია 3 დღის შემდეგ.

1.17 ფუნქციონალურად ფრაქციის ფერი არის ბანდის ფერიც რომელიც განისაზღვრება ადმინისტრაციის მხრიდან და აუცილებელია, რომ ის დაცული იყოს:

  • Marabunta | HEX: #00AEEF / RGB: 0, 174, 239
  • Ballas | HEX: #320642 / RGB: 50, 6, 66
  • Vagos | HEX: #D9A600 / RGB: 217, 166, 0
  • Families | HEX: #003805 / RGB: 0, 56, 5
  • Bloods | HEX: #8C0404 / RGB: 140, 4, 4

1.18 ნებადართულია ხალხის გაძევება ბანდის/მაფიის ტერიტორიიდან RP სიტუაციით.

განმარტება: თქვენ უნდა გააფრთხილოთ მოთამაშე, რომ გსურთ დატოვოს თქვენი ბანდის/მაფიის ტერიტორია ხოლო თუ 5 წამის შემდეგ ის არ დატოვებს თქვენს ტერიტორიას შეგიძლიათ ესროლოთ.

1.19 აკრძალულია მკვლელობა ორგანიზაციის რესპზე. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.

გამონაკლისი: ზემოთ ხსენებული 1.18 წესის განმარტება.

1.20 აკრძალულია მოწინაამღდეგე ბანდის/მაფიის რესპზე პროვოკაცია. | სპეც.ციხე 120 წუთიდან - 240 წუთამდე. | BAN 1-3 დღე.

1.21 ბანდაში/მაფიაში მოთამაშის მისაღებად საჭიროა RP სიტუაციის თამაში.

1.22 ბანდაში/მაფიაში მოთამაშის მიღებისას, დამსაქმებელი ვალდებულია გაეცნოს მოთამაშის ყველა წესებს და ისტორიას.

1.23 გამოკითხვა მკაცრად უნდა შედგებოდეს კითხვებისგან, რომელიც შედგება იმ ბანდის შესახებ რომელსაც მოთამაშე უერთდება.

1.24 აკრძალულია მოთამაშის გაგდებისთვის ფულის მოთხოვნა. | გაფრთხილება.

1.25 აკრძალულია მოთამაშეების გატაცება სხვა ბანდის/მაფიის ტიტულოვანი ტერიტორიიდან. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.

1.26 დაშვებულია მხოლოდ 3 ლიდერის შემცვლელის დანიშვნა (ზამის).

1.27 მოთამაშე იღებს ინფორმაციას ბანდის/მაფიის ყველა დანაშაულზე და კრიმინალურ ქმედებაზე მე-2 წოდებიდან. | სპეც.ციხე 180 წუთი.

1.28 თამაშში თქვენი პერსონაჟის ქცევა უნდა ერგებოდეს თქვენს შესაბამის ორგანიზაციას.

შენიშვნა: თუ თქვენი ქცევა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის კონცეფციას, კრიმინალური ფრაქციების მთავარი კურატორი იტოვებს უფლებას გააგდოს ეს მოთამაშე ორგანიზაციიდან და დასაჯოს როგორც საჭიროდ ჩათვლის დარღვევის სიდიდიდან გამომდინარე.

1.29 მაფიის წევრები ყოველთვის უნდა იყვნენ გამოწყობილნი ელეგანტურად და პროფესიონალურად, რათა ასახონ თავიანთი სტატუსი. ბანდებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, როგორიცაა ფერადი სპორტულები და ტანსაცმელები ან ბანდების სიმბოლოები აკრძალულია და ჩაითვლება როგორც დრესკოდის დარღვევად. | სპეც.ციხე 120 წუთი.

შენიშვნა: ორგანიზაციის ტანსაცმელი/დრესკოდი აუცილებელია ატაროთ ყველა აქტივობაზე, სადაც თქვენ მოქმედებთ როგორც ორგანიზაციის წევრი.

1.30 ბანდის წევრები ყოველთვის უნდა იყვნენ ჩაცმული ქუჩის სტილში, რათა ასახონ თავიანთი სტატუსი. მაფიასთან დაკავშირებული ტანსაცმელი, როგორიცაა ოფიციალური ჩაცმულობა ან კოსტუმი აკრძალულია და ჩაითვლება როგორც დრესკოდის დარღვევად. | სპეც.ციხე 120 წუთი.

შენიშვნა: ორგანიზაციის ტანსაცმელი/დრესკოდი აუცილებელია ატაროთ ყველა აქტივობაზე, სადაც თქვენ მოქმედებთ როგორც ორგანიზაციის წევრი.

1.31 აკრძალულია სახელმწიფო/კრიმინალური ორგანიზაციის დევნის დროს თავის დაღწევის მიზნით თქვენს რესპზე შესვლა. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.

1.32 თუ კი ორგანიზაცია ახალი დანიშნულია, ლიდერს შეუძლია აიღოს 24 საათიანი გაყინვა. 

განმარტება: გაყინვის აღების შემთხვევაში ფრაქციის აქტივობა აკრძალულია. | სპეც.ციხე 120 წუთი + გაფრთხილება. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.

1.33 აკრძალულია არალეგალური ნივთებით ვაჭრობა (იარაღით ან ნარკოტიკით) ნებისმიერი ბანდის/მაფიის რესპზე. | სპეც.ციხე 180 წუთი.

1.34 ნებადართულია ცეცხლის გახსნა გაფრთხილების გარეშე სახელმწიფო/კრიმინალური ორგანიზაციის წევრებზე თუ კი ისინი იმყოფებიან თქვენი ორგანიზაციის რესპზე.

1.35 ნებადართულია ორგანიზაციის რესურსებით (მატერიალებით, იარაღებით, ბრონებით, ნარკოტიკებით და ა.შ.) ვაჭრობა თუმცა წინასწარ ეს ყოველივე შეთანხმებული უნდა იყოს ადმინისტრაციასთან. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს + საწყობის გასუფთავება. | დამრღვევი ისჯება: სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.

შენიშვნა: რესურსების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული უნდა ჩაირიცხოს ორგანიზაციის ბალანსზე 1 საათის განმავლობაში.

შენიშვნა: და ასევე ვაჭრობის ვიდეო ფიქსაცია უნდა იყოს შენახული 48 საათის განმავლობაში.

1.36 თუ მოთამაშემ თავისი ნებით დამოუკიდებლად დატოვა ორგანიზაცია, აკრძალულია, რომ შეუერთდეს სხვა კრიმინალურ ორგანიზაციას 24 საათის განმავლობაში. | გაფრთხილება.

გამონაკლისი: თუ კი დაინიშნა სხვა ორგანიზაციის ახალი ლიდერი მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს მას დანიშვნიდან 24 საათის განმავლობაში და მასსზე ეს წესი არ იმოქმედებს.

1.37 ბანდის ან მაფიის ლიდერს შეუძლია ყავდეს ფრაქციაში არაუმეტეს 100 მოთამაშეზე | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს

პასუხის დასამატებლად ან ხმის მისაცემად გაიარეთ ავტორიზაცია.

შესვლა