კატეგორია
საერთო წესები
ტერორისტული აქტი — RP სიტუაციაა, რომელიც მოიცავს შენობის ან ტერიტორიის აღებას/დაკავებას, ასევე მძევლების აყვანას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს მოსახლეობას, ქმნის ადამიანების სიკვდილის საშიშროებას, იწვევს დიდ ქონებრივ ზიანს ან სხვა მძიმე შედეგებს, რათა განხორციელდეს ზეწოლა მთავრობაზე/სახელმწიფოზე.
ტერორისტული აქტის მიზანი შეიძლება იყოს:
- ძალაუფლების დამტკიცება;
- რევოლუციური მიზნები (საკანონმდებლო ბაზის ცვლილება, ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება);
- სახელმწიფო სტრუქტურების რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა;
- სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობის დარღვევა;
- ფულის გამოძალვა.
ტერორისტული აქტის მაგალითებია:
- მთავარი ბანკის აღება (იხილეთ ქვემოთ: „ტერორისტული აქტი მთავარ ბანკზე“ — თავი 4);
- Humane Labs-ის დარტყმა/აღება (იხილეთ ქვემოთ — თავი 5);
- Weazel News-ის შენობის აღება (იხილეთ ქვემოთ — თავი 6);
- ნებისმიერი სხვა სტრატეგიული/დაცული შენობის ან ტერიტორიის აღება, რომელიც იწვევს მასშტაბურ საფრთხეს და/ან ზეწოლას სახელმწიფოზე ან მოქალაქეებზე.
რა არ ითვლება ტერორისტულ აქტად - დაზუსტება
- ქუჩაში/გზაზე მოქალაქის ჩვეულებრივი გატაცება და გამოსასყიდი, თუ პროცესი არ მოიცავს შენობის/ტერიტორიის აღებას/დაკავებას და არ ხდება სახელმწიფო/მოსახლეობაზე მასშტაბური ზეწოლა;
- ჩვეულებრივი ძარცვა/გაყაჩაღება/გატაცება, რომელიც არ გადადის შენობის/ტერიტორიის კონტროლში.
კოლიზიის წესი
თუ გატაცება/მძევლები გამოიყენება შენობის ან ტერიტორიის აღების/დაკავების ფარგლებში (მაგალითად: ბანკში / Weazel News-ში / Humane Labs-ზე პოზიციის დაკავება მოთხოვნებით) - ეს კლასიფიცირდება როგორც ტერორისტული აქტი.
შენიშვნა: სადავო შემთხვევებში საბოლოო კლასიფიკაციას ადგენს ადმინისტრაცია ვიდეო/ფოტო მტკიცებულების საფუძველზე.
1.1. სავალდებულოა ტერორისტული აქტის ჩატარება 5 დღეში ერთხელ ყველა კრიმინალური ორგანიზაციისთვის. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
მითითება: ტერორისტული აქტის ჩატარება დაზავებულ ფრაქციასთან ერთად ჩაეთვლება ორივე ფრაქციას.
შენიშვნა: ტერორისტული აქტის დროს დამხმარე ფრაქციიდან უნდა იყოს მინიმუმ - 10 წევრი.
1.1.1. ტერორისტული აქტი დაშვებულია 18:00 დან 01:00 მდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: მთავარი ადმინისტრატორის/მთავარი ადმინისტრატორის შემცველის დასტური.
1.2. ტერორისტული აქტის ინიციატორი შეიძლება იყოს ბანდა/მაფია/ოჯახი.
განმარტება: ოჯახებს ტერორისტული აქტის მოწყობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აქვთ დადასტურებული ოჯახის ბიოგრაფია.
შენიშვნა: ტეორისტული აქტის ჩასანიშნად მიმართეთ თქვენი ფრაქციის კურატორს.
1.2.1. ტერორისტული აქტის ჩატარება დაშვებულია 2 დღეში ერთხელ.
განმარტება:ფრაქციას რომელიც ჩაატარებს ტერორისტულ აქტს, ეკრძალება 2 დღის განმავლობაში ისევ ჩაატაროს ტერორისტული აქტი. 2 დღიანი შეზღუდვა ედება მოკავშირე ფრაქციასაც თუ მოკავშირე ორგანიზაციაც ესწრებოდა ღონისძიებას
1.3. ტერორისტული აქტის ორგანიზატორ კრიმინალურ ფრაქციას შეუძლია მოკავშირე ბანდის/მაფიის/ოჯახის დახმარება ძალის და რაოდენობის გაზრდის მიზნით.
1.4. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციების მაქსიმალური რაოდენობაა - 2.
1.5. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციებიდან მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა - 15.
გაფრთხილება: გამონაკლისები დაუშვებელია.
1.5.1. ტერორისტულ აქტში კრიმინალური ორგანიზაციებიდან მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა - 80.
1.6. ტერორისტულ აქტს უნდა ესწრებოდეს ორგანიზაციის ლიდერი ორგანიზატორი ფრაქციიდან.
გაფრთხილება: შესაძლებელია გამონაკლისიც, მაგრამ საჭიროა სულ მცირე 2 ლიდერის შემცვლელის ყოფნა.
1.7. ტერორისტულ აქტზე ნებადართულია ნებისმიერი სახის იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება.
1.8. ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის აუცილებელია მთავარ ადმინისტრატორთან ან მთავარ კურატორთან საკითხების გავლა და დასტურის მიღება. ტერორისტული აქტის ორგანიზატორი ორგანიზაციის ლიდერი ჯერ უნდა დაუკავშირდეს მისი ფრაქციის კურატორს ამ ფორმით:
- ორგანიზატორი ფრაქციის სახელი/მეტსახელი:
- მონაწილეთა რაოდენობა და ორგანიზაციების სია:
- გეგმისა და გაქცევის მარშრუტის დეტალური აღწერა:
- წამოყენებული მოთხოვნები:
1.9. გამოსასყიდის მაქსიმალური მოთხოვნა მძევლებზე:
- ჩვეულებრივი მოქალაქე: 100.000$
- სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი : 130.000$
- LSPD/FIB/ARMY/Weazel News ლიდერები 700.000$ / მოადგილეები 350.000$
- LSPD-20 Carabine Rifle MK2 ლიდერი / 10 Carabine Rifle MK2 მოადგილე
- FIB-20 Bullpump Rifle MK2 ლიდერი / 10 Bullpump Rifle MK2 მოადგილე
- ARMY-20 Assult Shootgan ლიდერი / 10 Assult Shootgan მოადგილე
- GOV-ის ლიდერი 1.000.000$ / მოადგილე 500.000$
- EMS-ის ლიდერი 1000 მედიკამენტი / მოადგილე 500 მედიკამენტი
- განმარტება: აღნიშნულ მოთხოვნებში გაწერილი მოთხოვნების მიხედვით კრიმინალურ დაჯგუფებას/ოჯახს შეუძლია მოითხოვოს როგორც თანხა ასევე იარაღები ორივე ერთად თუ აღნიშნული პირი არის გატაცებული. თანხის და იარაღების გადაცემა ხდება გათამაშებით, შეგიძლიათ სწორი გათამაშებებით ჩანთით ან რაიმე სახით მიუტანოთ მოთხოვნილი თანხა და იარაღები და წარმატებით დასრუელბის შემთხვევაში ადმინსიტრაცია გადასცემს აღნიშნულ თანხა იარღებს.
- Weazel News-ის ლიდერი და მოადგილე / სახელმწიფო ტალღის გამოყენება ყველანაირი ნორმის და სერვერის წესების დაცვით.
შენიშვნა: აკრძალულია EMS-ის ლიდერის/მოადგილის გატაცება სამუშაო ფორმაში.
1.10. ტერორისტული აქტის დროს სერვერის ყველა ზოგადი წესი მოქმედებს.
1.11. მოთამაშეებს, რომლებიც არ არიან ორგანიზატორ კრიმინალურ ორგანიზაციაში, ოჯახში ან სახელმწიფო სტრუქტურაში, ეკრძალებათ ტერორისტული აქტის ადგილას დიდი ხნით ყოფნა. | სპეც.ციხე 60 წუთი.
1.12. ტერორისტული აქტის დროს აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის და მასკის გარეშე ადგილზე ყოფნა. | სპეც.ციხე 120 წუთიდან - 180 წუთამდე.
1.13. ტერორისტული აქტის დროს აკრძალულია თამაშის დატოვება. | სპეც.ციხე 300 წუთი + გაფრთხილება.
1.14. აკრძალულია ტერორისტული აქტის გაგრძელება, როცა გამოსასყიდის მხარე აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ამ შემთხვევაში მალევე უნდა დატოვოთ ტერიტორია მოთხოვნების მიღების შემდეგ. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
1.14.1. მოთხოვნების შესრულების შემდეგ მალე უნდა დატოვოთ ტერიტორია თუ ცეცხლის გახსნა მოგიწევთ არ შეიძლება მოწინამღდეგე მხარის გაცოცხლება გაძარცვა. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.
1.15. დაშვებულია მძევლის სანაცვლოდ მწვანე კორიდორის მოთხოვნა 750 მეტრის მანძილზე.
განმარტება: რუკაზე უნდა მოხდეს მანძილის გადამოწმება
1.16. აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურისთვის სახელმწიფო ტალღაზე გასვლის მოთხოვნა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: Weazel News-ის შენობის აღება / Weazel News-ის ლიდერის/მისი მოადგილის გატაცება.
1.17. ადეკვატური მოთხოვნების შემთხვევაში, თუ დაიწყო გამოსყიდვის მხარემ მოთხოვნების შესრულება აკრძალულია ცეცხლის გახსნა გამოსყიდვის მხარის მიმართულებით. | სპეც ციხე 180 წუთი + გაფრთხიელბა.
განმარტება: გამოსყიდვის მხარემ თუ დაიწყო მოთხოვნების შესრულება ადეკვატური მოთხოვნების საფუძველზე გეკრძალებათ სროლის წამოწყება უნდა მიყვეთ რპ სიტუაციას და მოთხოვნების დასრულების შემდეგ დატოვოთ ტერიორია
1.18. EMS ერთ თანამშრომელს აქვს უფლება შეყვეს მომლაპარაკებეელს და შეამოწმოს მძევლების ჯანმრთელობა.
1.19. კრიმინალური ორგანიზაციდან/ოჯახიდან თუ იქნება არაადეკვატური მოთხოვნები შეტაკების წამოწყება შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურას. | სპეც.ციხე 180 წუთი + მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: თუ მოთხოვნები არადეკვატურია ცეცხლის გახნსნა შეტაკების წამოწყება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურას კრიმინალურ ორგანიზაციას ეკრძალება პირველმა გახნას ცეცხლი.
2.1. თითოეულ კრიმინალს უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი. | სპეც.ციხე 120 წუთიდან - 180 წუთამდე.
2.2. ნებადართულია მძევლის მოკვლა ყოველ 10 წუთში ერთხელ. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
გაფრთხილება: აკრძალულია მძევლების მოკვლა მტკიცე მიზეზის გარეშე.
გამონაკლისი: მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს:
- შეურაცხყოფა.
- უხამსი ქმედებები.
- გაქცევა.
- დამნაშავის ამოცნობა.
- დაზარალებულის ხსენება სამართალდამცავ ორგანოებში შეტყობინებით.
- ძალადობით დაშინების მცდელობა.
- ათ წამზე მეტი ხნის განმავლობაში მოთხოვნების შეუსრულებლობა.
მინიშნება: დაუშვებელია კრიმინალების მხრიდან სპეციალურად მიზეზის მოძებნა მძევლის მოსაკლავად.
მაგალითად: მასკის მოხსნა ამოცნობის მიზნით ან სახელი გვარის ვინაობის გამხელა.
2.2.1. თუ მოთამაშე რომელიც მძევლად იყო აყვანილი გავიდა თამაშიდან ანუ გააკეთა LEAVE RP ეცნობება გამომსყიდველ მხარეს ადმინისტრაციის მიერ, შესაბამისად დაიწევს გამოსასყიდის რაოდენობა და მაგალითად თუ გყავდათ 3 მძევალი, მიგყავდათ ორი და ტოვებდით ერთს, შეგეძლებათ წაიყვანოთ 1 მძევალი და დატოვოთ 1.
დამრღვევი მოთამაშე (მძევალი) დაისჯება იმ სასჯელით რაც მოქმედებს ჩვეულებრივ LEAVE RP-ზე | სპეც.ციხე 240 წუთი + გაფრთხილება.
2.3. აკრძალულია ტერორისტული აქტის დროის განზრახ გადადება. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.4. აკრძალულია გამოსასყიდის მოთხოვნა 20 წუთზე ნაკლებ დროში. | სპეც.ციხე 60 წუთი ყველა მონაწილეს.
2.5. აკრძალულია მომლაპარაკებლის მძევლად აყვანა. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.
2.6. აკრძალულია მძევლის დამცირება/დაცინვა, გაშიშვლება, სიმღერა, ცეკვა ნებისმიერი ფორმით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.7. აკრძალულია ტერორისტული აქტის ტერიტორიის დატოვება მძევლებთან ერთად. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
გამონაკლისი: ნებადართულია 1 მძევლის თან წაყვანა, პირობების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ ეს მძევალი უნდა იქნას დატოვებული იმ ტერიტორიაზე სადაც სრულდება მწვანე კოლიდორი.
2.8. გამომსყიდველ მხარეს უფლება აქვს ერთხელ გადაამოწმოს მძევლების მდგომარეობა და რაოდენობა.
2.9. აკრძალულია მძევალის OOC გზით მიყვანა, მძევალი უნდა გაიტაცოთ ან აიყვანოთ ტერორისტული აქტის ტერიტორიაზე IC გზით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.10. აკრძალულია თავად ტერორისტული აქტის მონაწილეების და ასევე მოკავშირეების მძევლად აყვანა. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.11. აკრძალულია სხვა ფრაქციის/ოჯახის ჩაჭრა/შეტევა. | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება. / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.12. შეთანხმების შემდგომ აკრძალულია შეთანხმების შეცვლა. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
2.13. ნებისმიერი შენობის აღებისას სავალდებულოა 30 წუთი დაელოდოთ მომლაპარაკებელ მხარეს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
განმარტება: როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთვება ნებისმიერ შენობაში 30 წუთი უნდა დაელოდოთ მომლაპარაკებლ მხარეს რპ დიალოგისთვის რპ დიალოგის გარეშე ცეცხლის გახსნა ან ადგილის დატოვება აკრძალულია.
გამონაკლისი: 30 წუთში თუ არ გამოცხადდა მომლაპარაკებელი მხარე.
2.14 ტერორისტული აქტის დროს კერძოდ Human Labs ის შიდა ტერიტორიაზე აკრძალულია ლიფტის გამოყენება | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
დაზუსტება: ლიფტის მეშვეობით არ შეიძლება 0 სართულზე ჩასვლა
2.15 კრიმინალური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ყოველ მეორე ტერორისტულ აქტზე (Bank/Human Labs) წარუდგინონ სახელმწიფო სტრუქტურებს ადეკვატური მოთხოვნები, რომლებიც შეესაბამება წესების 1.9, 1.15 და 1.16 პუნქტებს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
2.16 აკრძალულია ცეცხლის გახსნა მოლაპარაკების დაწყებამდე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება
2.17 ტერიროსტული აქტის მიმდინარეობის დროს სავალდებულოა ორგანიზატორები იჯდნენ ფრაქციის დისქორდში | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს
განმარტება - ადეკვატური მოთხოვნები (მაქსიმუმ 3):
1. გამოსასყიდი (წესი 1.9 მიხედვით)
2. მწვანე კორიდორი ანუ პატრულირების გაუქმება სახმელეთო/საავიაციო (მაქს. 750მ - უსაფრთხო გასვლა)
3. GPS -ის არ დამონტაჟება
აკრძალულია: ჯავშანტექნიკის/ვერტმფრენის მოთხოვნა, სახელმწიფო ტალღაზე გასვლა (გარდა Weazel News), ახალი მოთხოვნების დამატება შესრულების დაწყების შემდეგ.
მწვანე კორიდორი: უსაფრთხო გასვლის მარშრუტი 750 მ-მდე. იწყება ტერიტორიის დატოვებისას, მთავრდება 750 მ-ის გავლით ან ცეცხლის გახსნით. კორიდორის დროს სახ.სტრუქტურები ვერ ესვრიან/ადევნებენ/ბლოკავენ გზას. დასრულების შემდეგ დასაშვებია დევნა და GPS ჩაირთვება.
2.18 აკრძალულია არარეალური მოთხოვნების წამოყენება | ციხე 180 წუთი + გაფრთხილება / მკაცრი გაფრთხილება ლიდერს განმარტება: აკრძალულია არარეალური ან შეუსრულებელი მოთხოვნების წამოყენება იმ მიზნით, რომ სახელმწიფო მხარეს შეეშალოს ხელი, შეფერხდეს ან ჩაიშალოს მიმდინარე ტერორისტული აქტი ან მასთან დაკავშირებული მოლაპარაკების პროცესი.
2.19 ტერორისტული აქტის დროს მოლაპარაკების წამოწყება შეუძლია მხოლოდ მაღალჩინოსან პირებს | ციხე 120 წუთი
განმარტება: ტერორისტული აქტის მიმდინარეობისას მოლაპარაკების წამოწყების უფლება აქვთ მხოლოდ ZAM/HELP რანგისა და მასზე მაღალი თანამდებობის პირებს.
3.1. ტერორისტულ აქტზე მისვლა შეუძლია ყველა სახელმწიფო სტრუქტურას.
3.2. გამოსასყიდი მხარე ვალდებულია შეასრულოს აგრესორების ყველა ადეკვატური მოთხოვნა (გასცეს გამოსასყიდი, მიცეს გაქცევის შესაძლებლობა და ა.შ.). | სპეც.ციხე 180 წუთი + სიტყვიერი/მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: აკრძალულია თავდასხმაზე გადასვლა თუ კი მოთხოვნები ადეკვატურია.
დაზუსტება: პატრულირება და მწვანე კორიდორი მაქს. 750მ. GPS არ დამონტაჟება დაშვებულია კორიდორის დროს, შემდეგ ავტომატურად ჩაირთვება. არაადეკვატური მოთხოვნების შემთხვევაში (წესი 3.5) დასაშვებია თავდაცვა.
3.3. მომლაპარაკებელი როლის მორგება შეუძლიათ მხოლოდ ფრაქციის მაღალჩინოსანებს.
3.4. აკრძალულია ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც მძევლების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.5. ნებადართულია თავდასხმა, თუ ტერორისტების მოთხოვნები არაადეკვატურია.
- არაადეკვატური მოთხოვნების ჩამონათვალი:
- თუ გამტაცებლები ითხოვენ იმაზე მეტ გამოსასყიდს, ვიდრე ეს წესებითაა დადგენილი.
- თუ გამტაცებლებმა გასცეს უკვე ერთი მოთხოვნა რომლის შესრულებაც სახელმწიფო სტრუქტურამ დაიწყო და გამტაცებლებმა კიდევ დაამატეს წინა მოთხოვნას ახალი მოთხოვნები.
- ჯავშანტექნიკის/ვერტმფრენის და სხვა ჯავშანტექნიკის მოთხოვნა.
- „მწვანე დერეფნის“ პირობების დარღვევა.
- ანკესის, ჭიების ან სხვა არარეალური ნივთების მოთხოვნა.
- თუ აგრესორებმა გახსნეს ცეცხლი კოლონაზე/მომლაპარაკებელზე.
- მძევლების არასასიცოცხლო პირობებში ჩაყენება.
3.6. ნებადართულია თავდასხმა მომლაპარაკებლის მძევლად აყვანის ან მოკვლის შემთხვევაში.
3.7. ნებადართულია ტერორისტებზე დევნა, საავტომობილო გზებზე/მაგისტრალების გადაკეტვა, ქუჩებში პატრულირება მწავანე კორიდორის გარეთ. | სიტყვიერი გაფრთხილება ლიდერს.
შენიშვნა: გაითვალისწინეთ 3.2 პუნქტის დაზუსტება.
3.8. მინიმუმ ერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა უპასუხოს ტერორისტულ აქტს. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
3.9. აკრძალულია ცეცხლის გახსნა ტერორისტებზე RP დიალოგის გარეშე. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს | სპეც.ციხე 180 წუთი + გაფრთხილება.
3.10. აკრძალულია პირადი ტრანსპორტით ტერორისტულ აქტზე მისვლა. | სპეც.ციხე 120 წუთი.
გამონაკლისი: ფარული აგენტები ინფორმაციის შეგროვებისთვის.
3.11. ტერორისტული აქტში მონაწილე ნებისმიერი წევრი ვალდებულია იჯდეს State DC-ში
4.1. ქალაქში მდებარე მთავარი ბანკის აღება შეუძლიათ მაფიას/ბანდას.
4.2. ბანკიდან შეგიძლიათ თან წაიღოთ იმდენი თანხა რამდენის საშუალებასაც ფუნქციონალი მოგცემთ.
4.3. მთავარი საცავის კარი ტყდება "მაღალი ასაფეთქებელი ნივთიერებით" იხილეთ სურათი ქვემოთ.
4.4. საცავში შესასვლელი მეორე კარი ტყდება "მცირე ასაფეთქებელი ნივთირებით" იხილეთ სურათი ქვემოთ.
4.5. საცავები სადაც ინახება ფული ტყდება "დრელის" გამოყენებით. იხილეთ სურათი ქვემოთ!
4.6. საცავიდან აღებული თანხა უნდა ჩაალაგოთ თქვენს "ჩანთებში" და შემდეგ ის გაანაღდოთ "შავ ბაზარზე" მყოფ NPC'სთან.
5.1. მაგისტრალზე მდებარე "Supply of Pharmacies" აღება შეუძლიათ მაფიას/ბანდას.
5.2. წარმატებით აღების შემთხვევაში შეგიძლიათ თან წაიღოთ 600 მედიკამენტი და 40 ნარკოტიკი თუ საცავი გატყდა.
5.3. შიგნით შენობაში მდებარე ყუტები უნდა მოათავსოთ თქვენი ფრაქციის სატვირთო ავტომობილში. (Humanlabs ყუთები/სატვირთო/სურათი)
5.4. თითო ყუთი არის 15 მედიკამენტი და 1 ნარკოტიკი გჭირდებათ,რომ 40 ყუთი ჩატვიროთ სატვირთოში.(სწორი RP გათამაშებებით).
5.5. სახელმწიფო სტუქტურებმა უნდა გადაკეტონ გამოსასვლელ/შესასვლელები.
Weazel News-ის შენობის აღება:
Weazel News-ის შენობის აღება - RP ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების აყვანას და ასევე სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას.
6.1. Weazel News-ის შენობის აღება შეუძლია მაფია/ბანდას/ოჯახს.
6.2. Weazel News-ის შენობის წარმატებით აღების შემთხვევაში თავდასხმელ მხარეს უფლება აქვს მძევლად აიყვანოს ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დროს იმყოფებოდა ოფისში.
6.3. თავდამსხმელ მხარეს აქვს შესაძლებლობა გატეხოს მთავარი კომპიუტერი (2 კომპიუტერი = 4 მცდელობა /try), თუ კომპიუტერი წარმატებით გატყდა, თავდასხმელებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ სახელმწიფო ტალღა 2-ჯერ. სახელმწიფო ტალღაზე დაწერილი შეტყობინება არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და უნდა შეესაბამებოდეს სერვერის ყველა წესს.
შენიშვნა: აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურისთვის სახელმწიფო ტალღაზე გასვლის მოთხოვნა.
გამონაკლისი: Weazel News-ის შენობის აღება / Weazel News-ის ლიდერის/მისი მოადგილის გატაცება.
6.4. თავდამსხმელთა მინიმალური რაოდენობაა 20 ადამიანი. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
6.5. თითოეულ კრიმინალს უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ეკეთოს მასკა. | სპეც.ციხე 120 წუთი / მასიური დარღვევის შემთხვევაში გაფრთხილება ლიდერს.
6.6. ნებადართულია მწვანე დერეფნის მოთხოვნა, რომლის სიგრძე (გზებზე) არ აღემატება 750 მეტრს.
6.7. Weazel News-ის შენობის ხელში ჩაგდება შესაძლებელია მხოლოდ მთავარი შესასვლელით. | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
საიუველირო მაღაზიის აღება:
საიუველირო შენობის აღება - RP ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების აყვანას და ოქროულების წაღებას.
7.1. გუბერნიასთან ახლოს მდებარე საიუველირო მაღაზიის შენობის აღება შეუძლია მაფია/ბანდას/ოჯახს.
7.2. შიგნით მდებარე ოქროულობა და ძვირფასეულობა უნდა მოათავსოთ თქვენ ჩანთებში /Me /Do გათამაშებით.
განმარტება: მოთამაშე რომელიც ტეხავს ძვირპასეულობის შუშას მას უნდა ჰქონდეს ვიდეო მტკცებულება.
7.3. აკრძალულია უპირატესობის მისაღებათ აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენება. | სპეც.ციხე 180 წუთი.
შენიშვნა: შესაბამისი ფუნქციონალი იხილეთ ქვემოთ მოცემულ სურათში "ფუნქციონალის გამოყენება"
7.4. ტერორისტულ აქტზე CRIME/STATE მხრიდან მინიმუმ 1/1 მოთამაშემ უნდა ჩაიწეროს ვიდეო მტკიცებულება | მკაცრი გაფრთხილება ლიდერს.
7.5. ტერორისტულ აქტზე მოქმედებს სერვერის ყველა ზოგადი წესი / ტერორისტული აქტის წესები.
✦ გადაწყვეტილება
⚖️ ოფიციალური4 დღის წინ
გადაწყვეტილების სტატუსი
დადასტურებულია
ადმინისტრატორი
ამიკო .
გადაწყვეტილების ტექსტი
დადასტურებულია
ეს თემა დახურული არის. დამატებითი პასუხი არ მიიღება.
ეს გადაწყვეტილება არის საბოლოო და შეზღუდვის ქვეშ.
ეს თემა დახურულია და აღარ იღებს პასუხებს.